· პროექტის სახელწოდება: ‘’ შემოდგომა ჩემს ქალაქში ‘’
· პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეები გაეცნონ ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს.
· პროექტის აქტუალობა: მიღებული გამოცდილების ცხოვრებაში გამოყენება
· პროექტის მიზანი: მოსწავლეებს განუვითაროთ გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების ასახვის უნარი, თანამშრომლობისა და მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ–ჩვევები
· მონაწილეთა ასაკი: 7–8 წელი
· ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
· პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ალბომი ფოტოებისათვის, ფოტოაპარატი, ფორმატები, წებო, მაკრატელი, ჩანაწერების რვეული. ფოთლები, საღებავები.
· პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და მივცემ დავალებებს. დავალება შემდეგში მდგომარეობს: გადაიღონ სურათები ქალაქში, აღწერონ, თუ რა ცვლილებებს ამჩნევენ ბუნებას, იმ გარემოს, სადაც იმყოფებიან. როგორ დაეტყო შემოდგომის შემობრძანება მათ ქალაქს. რა ცვლილებები შეიმჩნევა ამინდში. სოფლად რა საქმიანობას მისდევენ ადამიანები, როგორ ემზადებიან ზამთრისათვის, რომელ ხილს კრეფენ, ჩავიდნენ თავიანთ სოფლებში და დააკვირდნენ, რა ხილის კრეფა მიმდინარეობს და გადაიღონ სურათები შეძლებისდაგვარად. დააფიქსირონ ყურძნის კრეფის ეპიზოდები, ჩურჩხელების დამზადების , ყურძნის ჭყლეტის მომენტები. მოიძიონ სოფელში ყველაზე ხანდაზმული ადამიანები და გაიზიარონ მათი ცხოვრებისეული გამოცდილება. დაბრუნების შემდეგ ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები და შექმნან ფოტო–ალბომები. ასევე შექმნან ფორმატებზე ფოთლების გამოყენებით პეიზაჟები. ბოლო დღეს მოახდენენ საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციებს. მე ვახდენ მოსწავლეთა შეფასებას მათ მიერ გაწეული სამუშაოს მიხედვით წინდაწინ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.
· აქტივობა: ინდივიდუალური, ჯგუფებში მუშაობა
· ენა: ქართული
· ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბავშვები ეჩვევიან ბუნებაზე დაკვირვებას, თანამშრომლობას, კვლევა–ძიებას. ბავშვებს უვითარდებათ მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ–ჩვევები. კავშირშია ბუნებასთან, ქართულთან, მათემატიკასთან.
· პროექტის ხელმძღვანელი: მეგი შუბითიძე
· ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: megi shubitidze68@gmail.com
· პროექტის ვებ–გვერდი: http://rtveli.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий